The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე გომელაური

ივანე გომელაური
დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1867
გარდაცვ. თარიღი:8 ნოემბერი, 1951  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი მირზაანი.

დაამთავრა სიღნაღის საქალაქო სასწავლებელი 1885 წელს; თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი 1890 წელს.

მასწავლებლობდა ოზურგეთში, ზუგდიდში, სოფელ ტირძნისში, თბილისის ქართულ გიმნაზიაში, ძველ სენაკში, წინამძღვრიანთკარში, ბაქოში; ასწავლიდა ქართულ ენას თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1906-1926წწ. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებთან; თარგმნა ვ. კოროლენკოს, ა. ჩეხოვისა და გ. ჰაუტმანის თხზულებები; მის სახელმძღვანელოს – "სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები", იყენებდნენ საშუალო სკოლებში; საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.91; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.34

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის ფილიალი, წევრი
  • ჭიათურის დრამატული საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: