The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ გომელაური

ნიკოლოზ გომელაური
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1907
გარდაცვ. თარიღი:24 მაისი, 1977  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მირზაანი, დედოფლისწყაროს რაიონი. 

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო–მეტალურგიული ინსტიტუტი 1930 წელს.

1931-1933წწ. იყო ამიერკავკასიის სამთო–მეტალურგიული ინსტიტუტის სამთო–მექანიკური ფაკულტეტის დეკანი; 1932-1937წწ. მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის გამდიდრების ლაბორატორიის გამგე; 1937-1941წწ. ტრესტ "ჭიათურმანგანუმის" სისტემაში მშენებლობების უფროსი; 1944-1957წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი; 1970-1977წწ. მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი; მისი ძირითადი შრომები ეხება სპილენძ–მოლიბდენის მადნების სელექციური ფლოტაციისა და კომპლექსური გამოყენების აგრეთვე მანგანუმის ღარიბი მადნებისა და შლამის გამდიდრება–გამოყენების საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; საქართველოს სსრ II-VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მეტალურგი, პროფესორი (1972).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.92; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.-გვ.213-214

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭო, თავმჯდომარე (1963-1965)
  • საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე (1965-1970)
  • სკკპ, წევრი (1938-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - ლენინური პრემია
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: