The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ გომელაური

დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:11 ნოემბერი, 1961  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1942 წელს.

1942-1944წწ. იყო სიღნაღის დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი; 1947 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; მონაწილეობდა მხატვართა საერთაშორისო გამოფენებში; იგი არის ქართული პროფესიული კერამიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი; მან ქართული კერამიკა გაამდიდრა ახალი ტექნილოგიური პროცესებით; შეისწავლა ბრინჯაოსა და ანტიკური ეპოქის კერამიკა, რომელიც შემოქმედებითად გამოიყენა თავის საქმიანობაში; ძირითადად ქმნიდა დეკორატიულ ლარნაკებსა და კერამიკულ ქანდაკებებს. ნამუშევრები: ფიალები (1953), ყვავილების ლარნაკი (1958), ჭინჭილა (1960), დოქი (1961); კერამიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.92

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: