The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ბაქრაძე

დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1959 წელს.

1959–1961წწ. იყო სამხედრო ნაწილის ექიმი უნგრეთში; 1961–1969წწ. თბილისის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1973წწ. ქ. ალჟირის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ორთოპედიის კათედრის ასისტენტი; 1973–1979წწ. თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1979–1982წწ. ალჟირში ქალაქის საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1982–1987წწ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987 წლიდან სამედიცინო აკადემიის კათედრის დოცენტი და კურსის ხელმძღვანელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის აქტუალურ საკითხებზე. ეწევა სამეცნიერო–პრაქტიკულ და პედაგოგიურ მუშაობას, კითხულობს ლექციების კურსს აკადემიისა და საერო სამედიცინო სტუდენტებისათვის. ექიმი–ტრავმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეგიონალური სისხლის მიმოქცევის მოშლის მნიშვნელობა ტრავმული შოკის შექცევადობისათვის", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.31

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო საზოგადოება , წევრი

გააზიარე: