The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია ბაქრაძე

ილია ბაქრაძე
Date of birth:27 August, 1941  (83 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1968 წწ. იყო რუსთავის ქიმიური კომბინატის მედიცინის სანიტარული ნაწილის ქირურგი; 1968–1970 წწ. უროლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1970–1974 წწ. მოსკოვის პროქტოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1975–1987 წწ. ერევნის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პროქტოლოგიის კათედრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1984 წელს მისი ინიციატივით საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში ჩამოყალიბდა საქაერთველოში პირველი ონკოლოგიის კოლოპროქტოლოგიური განყოფილება, რომელსაც იგი დღემდე ხელმძღვანელობს. ამავე წელს იგი დაინიშნა საქართველოს მთავარ პროქტოლოგად. 1985 წლიდან  ი. ბაქრაძე დოცენტია, 1992 წლიდან კი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებლად. 1999 წლიდან არჩეულ იქნა ამავე კათედრის გამგედ, ხოლო შემდეგ, სამედიცინო მეცნიერებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით - ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომის მსხვილი ნაწლავის პათოლოგიაზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი–პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბუასილის პათოგენეზის და მკურნალობის საკითხები", დაიცვა 1974 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის და ქირურგიული მკურნალობის გაუმჯობესების გზები", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.31; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.97

Member of Organizations

  • აშშ კოლოპროქტოლოგთა ასოციაცია, ნამდვილი წევრი
  • სამხედრო სამედიცინო აკადემია, წევრი
  • საქართველოს ონკოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1982-1994 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის - "რეკონსტრუქციულ - აღდგენითი ოპერაციები ონკოლოგიაში"

Share: