შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959–1965წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი; 1965–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის დოცენტი; 1971–1978წწ. თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978–1985წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა კათედრის პროფესორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის გამგე; 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის პოლიკლინიკური და გადაუდებელი დახმარების კათედრის გამგე. ავტორია 115 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 21 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთის პრესაში. იყო თბილისის საერო სამედიცინო ინსტიტუტის "ცოდნის" რექტორი. ექიმი პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის გამტარი სისტემის ნატიფი ჰისტოქიმიური ცვლილებების შესახებ გულის უკმარისობის დროს", დაიცვა 1964 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულის გამტარი სისტემის კლინიკურ–მორფოლოგიური ცვლილებების შესახებ მიკროკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.32; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.357 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |