Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი გამრეკელი![]()
Biographyდსაბადების ადგილი: ქ. გორი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში 1911–1917 წლებში, დონის როსტოვის სამედიცინო ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე 1915 წლიდან. სამხატვრო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებულ სამხატვრო კურსებზე; 1920 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველ მხატვართა სურათების გამოფენებში; 1924 წელს გააფორმა ქართველ ფუტურისტთა ჟურნალი "H₂SO₄". 1923 წლიდან კ. მარჯანიშვილის მიწვევით მუშაობა დაიწყო მხატვრად შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში; 1926 წლიდან თანამშრომლობდა სანდრო ახმეტელთან; მხატვრულად გააფორმა შემდეგი სპექტაკლები: უ. შექსპირის "ჰამლეტი" (1925), ს. შანშიაშვილის "ანზორი" (1928), ბ. ლავრენიოვის "რღვევა" (1930), გ. რობაქიძის "ლამარა"(1930), შ. დადიანის "თეთნულდი" (1931), ფ. შილერის "ყაჩაღები" (1933), უ. შექსპირის "ოტელო" (1937) და სხვ. ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში–ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი" (1936), ა. ბალანჩივაძის "მთების გული" (1938). თამარ აბაკელიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმ "არსენას" (მ. ჭიაურელი, 1937) დადგმაში. სცენოგრაფი, ქართული სათეატრო მხატვრობის ერთ–ერთი ფუძემდებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.543; ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 58 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |