შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათია სვინტრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენის, ლიტერატურის და აღმოსავლური(სპარსული) ენის სპეციალობით 1997 წელს. 2001 წლიდან მუშაობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის დეპარტამენტში მასწავლებლად; 2011 წლიდან ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის აღმოსავლური კულტურის საინფორმაციო ცენტრში ბიბლიოთეკარად; 2014 წლიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. ეწევა სამეცნიერო საქმიანობას; მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. არის 16 სამეცნიერო სტატიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2009 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |