შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავქსენტი გამსახურდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე (რეჟისორ გ. ტოვსტონოგოვის კლასი) 1944–1948 წლებში. მე-4 კურსიდან გადავიდა მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. 1950–1952 წ. მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ქართული დასის დამდგმელი რეჟისორად, სადაც დადგა სპექტაკლები: ბ. ლავრენიოვის "ამერიკის ხმა", კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი", კ. ბუაჩიძის "ფაქიზი განცდები", ი. ბურიაკოვსკის "პრაღა მაინც ჩემია" და სხვა; 1952–1953 წლებში მუშაობდა ფოთის თეატრის მთავარ რეჟისორად, სადაც დადგა პიესები: ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი", ო. ვასილიევის "ამქვეყნიური სამოთხე", ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი" და სხვა; 1953–1955 წლებში თბილისის შ. რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია; 1958-1964 წლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი რეჟისორია, სადაც განახორციელა დადგმები: გ. ივანიშვილის "კომეტა ბ-2", ალ. ყაზბეგის "ციცია", ვ. ჰიუგოს "კაცი, რომელიც იცინის", ვ. გოგოლაშვილის "წეროები", მოლიერის "ტარტიუფი" და სხვა; 1964 წლიდან მოსკოვის ცენტრალური საბავშვო, მოსკოვის მოზარდ მაყურებელთა, ვ. მაიაკოვსკის სახ. აკადემიური სახელმწიფო თეატრების რეჟისორია. ამ თეატრებში დადგა სპექტაკლები: ვ. გოგოლაშვილის "წეროები", ჰ. ლის "ნუ მოკლავთ მგალობელ ჩიტს", ფ. კრონეს "მამა", ხ. ლოვინესკუს "და ჩამოვარდა ვარსკვლავი"; 1967–1976 წლებში მოსკოვის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორია, სადაც განახორციელა შემდეგი პიესების დადგმა: ლ. მიტროფანოვის "პეტრუშკა ცოცხალია", მ. გორკის "ადამიანთა ძლიერი ტომი", მოლიერის "სკაპენის ოინები", ჯ. ოლდრიჯის "სოს", ს. მიხალკოვის "სიცილი და ცრემლები", პროკოფიევის "ბოდიშს არ მოვიხდი" და სხვა; 1953–1955 წლებსა და 1982 წლიდან საქართველოს შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრისა და კინოხელოვნების ინსტიტუტში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი 1990-1997 წლებში. გადაღებულია ი. კარასკის მოკლემეტრაჟიან ფილმში "კეთილი ქალაქი" (დ. გულიას მოთხრობის მიხედვით), განასახიერა მთავარი როლი, ამავე დროს იყო ფილმის თანაავტორი და თანარეჟისორი (1950). პროფესორი (1990). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.543; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.116 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |