The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აქვსენტი გამსახურდია

აქვსენტი გამსახურდია
სხვა სახელი:ასიკო გამსახურდია
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 2007  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე 1944–1948 წლებში. დაამთავრა მოსკოვის ა.ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1950 წელს.

1950–1952წწ.  იყო სოხუმის ს. ჭანბას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ქართული დასის დამდგმელი რეჟისორი; 1952–1953წწწ. ფოთის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1958–1964წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი რეჟისორი; 1964 წლიდან მოსკოვის ცენტრალური საბავშვო, მოსკოვის მოზარდ მაყურებელთა, ვ. მაიაკოვსკის სახელობის აკადემიური სახელმწიფო თეატრების რეჟისორი; 1967–1976წწ. მოსკოვის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი;  1953–1955 წლებსა და 1982 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და კინოხელოვნების ინსტიტუტში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი 1990 წლიდან. პროფესორი (1990).

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.543

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: