The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა გაგოშიძე

შოთა გაგოშიძე
დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:2003  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1948 წელს.

1941–1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1948–1953წწ. იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი; 1953 წელს ქუთაისის საოლქო გაზეთ "სტალინელის" რედაქტორი; 1953–1956წწ. ჟურნალ "საქართველოს კომუნისტის" განყოფილების გამგე; 1956–1957წწ. ჟურნალ "აგიტატორის" რედაქტორი 1957–1964წწ. საქართველოს კომუნისტური პარტიის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგის მოადგილე, ამავე განყოფილების გამგე 1964–1966 წლებში; 1966–1973წწ. ჟურნალ "საქართველოს კომუნისტის" რედაქტორი; 1973 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1981 წლიდან ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის გამგე; ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის ისტორიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1976), პროფესორი (1982). მიღებული აქვს საბრძოლო და სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.528; ხსოვნისნათელიპოეზია, პროზა, წერილები, თარგმანები : 3 ტომად: . 1 /იდეის ავტ. და შემდგ. ელგუჯა მარღია. -თბ., 2013. -გვ.263

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: