The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან გაგუა

დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1930  (93 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს.

იყო ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობი–ლირიკული ტენორი. შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: კოტე (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე")  ბარონი როზენი (ა. ბუკიას "არსენა"), პუშკინი (დ. თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალი"), ჰერცოგი, ალფრედი (ჯ. ვერდის "რიგოლეტო", "ტრავიატა"), ფაუსტი (შ. გუნოს "ფაუსტი"), რუდოლფი (ჯ. პუჩინის "ოჰემა"), სალოსი (მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი") და სხვ.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.530; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.104

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1989 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: