შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ გაგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კოტიანეთი, სენაკის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის განხრით 1951 წელს. 1951–1954 წწ. იყო თბილისის 35–ე საშუალო სკოლის ფსიქოლოგიისა და ლოგიკის მასწავლებელი; 1957–1959 წწ. ჟურნალ "სკოლა და ცხოვრების" პედაგოგიკის განყოფილების გამგე; 1959 წლიდან მუშაობდა სულხან–საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1988–1991 წწ. იყო ამავე ინსტიტუტის რექტორი; 1993 წლიდან დიდაქტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მისი კვლევები ეძღვნება აღზრდის თეორიას და პედაგოგიკის ისტორიის საკითხებს, რასაც მიუძღვნა რამდენიმე მონოგრაფია, წიგნი და მრავალი სტატია. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1975). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.530; ყველაფერი ჩვენი გვარის შესახებ ვებგვერდი: gagua.ge; საქარტველოს საკანონმდებლო მაცნე: matsne.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |