The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლამარა ბაღათურია

დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს.

1962–1969წწ. იყო გარდაბნის რაიონის ნევროპათოლოგი; 1969–1971წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა საკავშირო სამედიცინო აკადემიის მოსკოვის ნევროლოგიის ინსტიტუტში; 1971 წლიდან იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ნერვოპათოლოგი. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ახალგაზრდა ასაკის ავადმყოფთა გულის ქრონიკული იშემიური დაავადებების დროს ჩატარებული რეონცელოგრაფიულ და ელექტროენცეფალოგრაფიულ გამოკვლევებს. არის ექიმი–ნევრიპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის სისხლით მომარაგების უკმარისობის ნაადრევი გამოვლინება გულის იშემიური დაავადების ქრონიკული ფორმების მქონე ახალგაზრდა ავადმყოფებში", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.33

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნევროპათოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: