Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ კობერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1948 წელს. 1943-1945 წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1950-1956 წწ. სოხუმის დრამატული თეატრის, 1959-1964 წწ. კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია; 1941 წლიდან იღებენ კინოში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ბესარაბიელი პარტიზანი ("შავი მთები", 1941), ბაში-აჩუკი ("ბაში-აჩუკი", 1956), დათა ("სხვისი შვილები", 1959), ესპანელი ოფიცერი ("ისინი მიდიოდნენ აღმოსავლეთისაკენ", 1963), გრიაზნოი ("მეფის საცოლე", 1964), მფრინავი ეგზიუპერი ("პატარა უფლისწული", 1966), ჩეჩონი ("წითელი კარავი", 1970), შაჰ ქაუსი ("რუსტამის გმრობანი", 1971), კიაზო (ოპერა-ფილმი "დაისი", 1971); ასევე გადაღებულია ფილმებში: "მამლუქი", "ქალის ტვირთი", "დღე უკანასკნელი, დღე პირველი", "გენერალი და ზიზილები", "ზღვის შვილები", "დათა თუთაშხია", "ანთიმოზ ივერიელი", "ალადინის ჯადოსნური ლამპარი" და სხვ.; ავტორია სატელევიზიო ფილმებისა: "გამსვლელი პაიკი" (1970), "აღმოსავლეთის ექსპრესი"(1976). დადგა სატელევიზიო სპექტაკლები: "მეშვიდე", "მოცეკვავე კაცუნები", "სურათები"; 1956 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმის" მსახიობი და რეჟისორია; შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორს გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა. 2009 წელს თბილისში, კინოთეატრ "რუსთაველის" წინ, გაიხსნა "ოთარ კობერიძის ვარსკვლავი". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ.5.-თბ.,1990.-გვ.566; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 101 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |