The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე გაგუა

დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1885
გარდაცვ. თარიღი:28 აგვისტო, 1947  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი, სოფელი ტალერი. 

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1906 წელს; ყაზანის უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი 1911 წელს.

მუშაობდა ხაშურის, ქუთაისის, ბათუმის კლასიკურ გიმნაზიებში, თბილისის რეალურ სასწავლებელში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის გამგედ. მას ეკუთვნის შემდეგი სტატიები: "მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშები", კრებული "შოთა რუსთაველი სკოლაში", "ქართული ლიტერატურის ქრესტომათა" და სხვ. მეთოდისტი.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.530

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: