შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბეგიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1948–1953წწ. იყო მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1979წწ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქიატრი; 1979–1980წწ. სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილების გამგე, რესპუბლიკური ფსიქიატრიული კლინიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიის განყოფილების გამგე. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის, შიზოფრენიისა და ნარკომანიის აქტუალურ საკითხებზე, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია. არის ექიმი–ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები ზოგიერთი ვეგეტატიური მაჩვენებლების შესწავლისათვის შიზოფრენიის კომბინირებული მკურნალობის (ინსულინით და ამინაზინით) მკურნალობის დროს", დაიცვა 1944 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.35
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |