შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ბეგიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის რუსული სექტორი 1972 წელს. 1972–1975წწ. იყო გორის სისხლის გადასხმის სადგურის ექიმი–თერაპევტი; 1976–1978წწ. რესპუბლიკის საექიმო–ფიზკულტურული დისპანსერის თერაპევტი; 1978–1980წწ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1980–1984წწ. ნ. კახიანის სახელობის საგზაო კლინიკური საავადმყოფოს ექიმი; 1984 წლიდან ჰოსპიტალური თერაპიის N2 კათედრის ასისტენტი, 1994 წლიდან კი ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის, ძირითადად პულმონოლოგიის დარგში. არის ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს ოქროს მედალი (1966). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულებში გარეგანი სუნთქვის დარღვევების თავისებურებანი", დაიცვა 1990 წელს ლენინგრადში. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.35
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |