შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ გაბელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა საქართველოს სოხუმის სუბტროპიკულ მეურნეობათა ინსტიტუტი 1981 წელს. 1963 წელს დაიწყო ფეხბურთის თამაში ქ. ზუგდიდში; 1970-1971წწ. ზუგდიდის "დინამოში", 1972-1973წწ. სოხუმის "დინამოში", 1977–1982წწ. თამაშობდა თბილისის "დინამოში", 1982–1985წწ. ქუთაისის "ტორპედოში". 1985–1989წწ. კვლავ თბილისის "დინამოს" შემადგენლობაშია. 1988–1989წწ. გუნდის კაპიტანი. სსრკ ნაკრებში ჩაატარა 1, სსრკ უმაღლეს ლიგაში 300 მატჩი. 1991–1992წწ. იყო ზუგდიდის "ოდიშის" და 1992–1994წწ. გურჯაანის "ალაზნის" მწვრთნელი. 1995 წლიდან იყო საქართველოს ნაკრების ერთ–ერთი მწვრთნელი. ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა მეკარის პოზიციაზე, თბილისის "დინამოსა" და საჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.520; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.115 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |