The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია
Legal name:გიორგი ბოკერია
Date of birth:20 April, 1972  (54 years)
Category:Public official, Historian, Political Leader, Journalist

Biography

დაბადების ადგილ: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი კვალიფიკაციით ისტორიკოსი 1995 წელს; დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლისტერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1992-1993წწ. მუშაობდა გაზეთ "მიმომხილველში" ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ პოლიტიკური განყოფილების უფროსად; 1996 წელს ლ. რამიშვილთან, გ. თარგამაძესთან და დ. ზურაბიშვილთან ერთად დააფუძნა ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება "თავისუფლების ინსტიტუტი"; 1989–1995წწ. სტუდენტური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერია; რადიო-გადაცემა "პიკის-საათის" პოლიტიკური მიმომხილველი(1993); 1995-1996წწ. გაზეთ "არგუმენტის" პოლიტიკური განყოფილების უფროსი; ტელეარხი "რუსთავი2"-ის გადაცემა "აქცენტების" ავტორი და წამყვანი(1996), საინფორმაციო პროგრამა "კურიერის" კორესპოდენტი; 1994 წელს იმყოფებოდა აშშ-ში სტაჟირებაზე და მუშაობდა მედისონის(აიოვას შტატი) ადგილობრივ გაზეთში; აქვს საგაზეთო სტატიები და რამდენიმე პუბლიკაცია რუსულ და ინგლისურ ენოვან გაზეთებში; 1996-2004წწ. "თავისუფლების ინსტიტუტი" - ადამიანის უფლებათა პროგრამების კოორდინატორი, უფროსი იურიდიული მრჩეველი; 2008-2010წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 2010-2013წწ. უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.41; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 96; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; civil.ge

Member of Organizations

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე–პრეზიდენტი (2005-2008)
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი (2007-)
  • ნატოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრი (2004-)
  • პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ერთ-ერთი ლიდერი
  • საქართველოს ახალგაზრდული ქრისტიანულ-დემოკრატიული ასოციაცია, წევრი (1993-)
  • საქართველოს დროებითი სტუდენტური კავშირი, წევრი (1991-1992)
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2007-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2004-2008)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო", წევრი (2017-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2016-2017)
  • სტუდენტური გაერთიანება "პრეს-კლუბი", წევრი (1991-1992)

Share: