The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიზო გაბესკირია

გიზო გაბესკირია
ოფიციალური სახელი:გურამ გაბესკირია
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1965 წელს, 1971 წელს საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1971 წელს კინოსტუდია "მოსფილმში" თავისივე სცენარით გადაიღო სამნაწილიანი სადიპლომო მხატვრული ფილმი "პირველი გზა"; 1972 წლიდან მუშაობს კონცერნ "ქართულ ფილმში" არის შემდეგი ფილმების დამდგმელი რეჟისორი: "დათა თუთაშხია"(1977 წელი, გ. ლორთქიფანიძესთან ერთად), "ვასილ კიკვიძე"(1980 წელი გ. კალატოზიშვილთან ერთად), "ზღვის მაშვრალნი"(1986 წელი, "ქართული ფილმისა" და საფრანგეთის "პატესინემას" ერთობლივი ნამუშევარი ე. საშენთან ერთად). 1987 წელს სახელმწიფო კინოკომიტეტის სატარიფიკაციო საბჭომ მიანიჭა მხატვრული ფილმების რეჟისორის უმაღლესი კატეგორიის კვალიფიკაცია; 1991 წელს დაინიშნა  "ქართული ფილმის" მე-2 შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელად; 1992 წელს აირჩიეს კინოკორპორაცია "ქართული ფილმის" კინოსტუდია "ფრესკას" სამხატვრო ხელმძღვანელად; 1997 წლიდან მუშაობს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში; 2001-2004წწ. საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე; 2006 წლიდან არის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საპატიო პროფესორი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.520; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1979-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1991-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: