შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელისო ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1984 წელს; ასპირანტურა 1992 წელს. 1993-1996წწ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებში; ჰქონდა სოლო-კონცერტები (ძირითადად საზღვარგარეთ), ღია გაკვეთილები, კონცერტები სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მისი შესრულებით ჩაწერილია კომპაქტური დისკები "არტ ენდ ელექტრონიქსში" (1990), რომელიც კალიფორნიაში დაიბეჭდა; ხუთი კონცერტი ჯანსუღ კახიძესთან ერთად "Sony Clasical"-ში; "Radio France"-ში პარიზში გამოვიდა ლონგის კონკურსის ლაურეატების ჩანაწერი, რომელშიც მისი ფინალის კონცერტია ჩაწერილი (1995). პიანისტის შემოქმედების ბოლო წლები ავსტრიასა და საფრანგეთში უკავშირდება ცნობილ მუსიკოსს და პედაგოგს - მიშელ სონის, რომელთანაც იგი ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდ "SOS Talents"-ის პროექტში. პიანისტი კონცერტებს მართავს მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებში - ევროპას, ამერიკასა და რუსეთში; იგი თანამშრომლობს გამოჩენილ დირიჟორებთან; ხშირად იწვევენ სიმფონიური სეზონების გასახსნელად საზღვარგარეთ და ასევე საერთაშორისო ფესტივალებზე. არის ერთადერთი ქართველი პიანისტი, რომლის კონცერტები რეგულარულად გადაიცემა ცნობილ ფრანგულ მუსიკალურ არხ Mezzo-ზე; 2012-2020წწ. ა(ა) იპ "ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი ლირა" დირექტორი, (დამფუძნებელი); 2020 წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს: მუსიკოს-შემსრულებელთა ბახის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (ლაიფციგი) VI პრემია (1984), მუსიკოს-შემსრულებელთა ვიანა დე მოტას სახელობის ლისაბონის (პორტუგალია) X საერთაშორისო კონკურსის II პრემია (1987), ვან კლიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (ქ. ფორტ-უერთი, აშშ, 1989) ლაურეატი, პრიზი ფრანგული მუსიკის საუკეთესო ინტერპრეტაციისათვის (1994), მარგარიტა ლონგის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1995), ჟაკ ტიბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1995), იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება (2015). 2025 წლის 4 მარტიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.- თბ., 1996-97. -გვ.41; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |