შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ გაბიჩვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის განხრით 1935 წელს. 1938–1980წწ. იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი; დაარსა საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი; 1941–1945წწ. იყო მისი პირველი ხელმძღვანელი; პროფესორი (1963). მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერა "ნანა"(1957), ბალეტები–"ჰამლეტი" (1970), "მედეა" (1975), "კაცი, რომელიც იცინის" (1986). ოპერეტა "ჭრიჭინა" (1952). ორატორიები–"ვეფხისტყაოსანი"(1938), "cantus humanus"(1979); კონცერტები ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის, ჩელოსა და ორკესტრისათვის, სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, საგუნდო ნაწარმოებები, საესტრადო სიმღერები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.520 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |