The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ გაბიჩვაძე

რევაზ გაბიჩვაძე
დაბადების თარიღი:11 ივნისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:1999  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის განხრით 1935 წელს.

1938–1980წწ. იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი; დაარსა საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი; 1941–1945წწ. იყო მისი პირველი ხელმძღვანელი; პროფესორი(1963). მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერა "ნანა"(1957), ბალეტები–"ჰამლეტი"(1970), "მედეა"(1975), "კაცი, რომელიც იცინის"(1986). ოპერეტა "ჭრიჭინა"(1952). ორატორიები–"ვეფხისტყაოსანი"(1938), "cantus humanus"(1979); კონცერტები ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის, ჩელოსა და ორკესტრისათვის, სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, საგუნდო ნაწარმოებები, საესტრადო სიმღერები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.520

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო კომპოზიტორთა სახლი, სამხატვრო ხელმძღვანელი (1982-1987)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი (1948-1952)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1956 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: