შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ გაბიძაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დერჩი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1952 წელს. 1956–1960წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1979 წლებში და 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგე; 1979–1994წწ. ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში: გერმანია, ქ. გისენი (1990) და სლოვაკია, ქ. ბრნო (1998). ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), პროფესორი (1986). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.521; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.345 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |