შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ გაბელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი, სოფელი ნახარებოვო. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1966 წელს. 1959–1961წწ. მუშაობდა თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში პედაგოგ–ქორეოგრაფად; 1961 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური დამსახურებული ანსამბლის სოლისტი–მოცეკვავე; შესრულებული აქვს სოლო პარტიები ცეკვებში: "მხედრული", "ხანჯლური", "აჭარული", "კინტოური" და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.519
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |