The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა გაბრიჩიძე

დაბადების თარიღი:27 მაისი, 1898
გარდაცვ. თარიღი:1937  (38 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ლენინგრადის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1929 წელს.

1929–1933წწ. იყო საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლეს საბჭოს მდივანი, საქართველოს  პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი; სსრკ მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში რწმუნებულის მოადგილე საქართველოში; 1933 წელს დაინიშნა ზაჰესის მეორე რიგის მშენებლობის უფროსად, მშენებლობის დამთავრების შემდეგ "ამიერკავკასიის ენერგოს" მმართველად; 1935 წელს ტყვარჩელის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის მშენებლობის უფროსად. იყო საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექტორი. რეპრესირებულია. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.522; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 58-59

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: