The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ბოლქვაძე

რუსუდან ბოლქვაძე
დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1980 წელს.

1980 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" და კინომსახიობთა თეატრის მსახიობია, პარალელურად საქართველოს სხვადასხვა თეატრებშიც თამაშობს; 2005 წელს გალერეა TMS-ში და მ. თუმანიშვილის სახელობის თეატრში მოეწყო მისი ფოტონამუშევრების პერსონალური გამოფენა; ჩაბმულია საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობაში, დადგა სასკოლო სპექტაკლები: "მევიოლინე სახურავზე"(2008), "ენი"(Annie, 2010) და "კავკასიური ცაცრის წრე"(2011). მონაწილეობდა სპექტაკლებში: "დონ ჟუანი", "ბაკულას ღორები", "ჩვენი პატარა ქალაქი", "ზაფხულის ღამის სიზმარი", "ალუბლის ბაღი", "ძია ვანია", "რომეო და ჯულიეტა" და სხვ. ფილმებში: "დონ კიხოტი", "ჩემი ინგლისელი პაპა", "აქედანა და შენამდე", "ლეონარდო" და სხვ. 2012 წელს მ. თუმანიშვილის სახელობის  თეატრის სცენაზე დადგა სპექტაკლი "ზვავი". დრამისა და კინოს მსახიობი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.42


გააზიარე: