შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრია გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1932 წელს. 1934–1938წწ. იყო "კოლხეთმშენის" მთავარი ინჟინერი; 1939–1940წწ. საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის წყალთა მეურნეობის სამმართველოს ინჟინერი; 1941–1943წწ. წყალთა მეურნეობის კომისრის მოადგილე; 1943–1945წწ. ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1945–1949წწ. "კოლხეთმშენის" უფროსი; 1949–1956წწ. სამგორის სარწყავი სისტემების მშენებლობის უფროსი და თბილისის წყალსაცავის "თბილისის ზღვის" მშენებლობის ხელმძღვანელი; 1956 წლიდან იყო საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრის მოადგილე. ჰიდროტექნიკოსი, კოლხეთის ჭაობის ამოშრობის ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.523 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |