The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია გაბუნია

ანდრია გაბუნია
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1907
გარდაცვ. თარიღი:31 იანვარი, 1969  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1932 წელს.

1934–1938წწ. იყო "კოლხეთმშენის" მთავარი ინჟინერი; 1939–1940წწ. საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის წყალთა მეურნეობის სამმართველოს ინჟინერი; 1941–1943წწ. წყალთა მეურნეობის კომისრის მოადგილე; 1943–1945წწ. ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1945–1949წწ. "კოლხეთმშენის" უფროსი; 1949–1956წწ. სამგორის სარწყავი სისტემების მშენებლობის უფროსი და თბილისის წყალსაცავის "თბილისის ზღვის" მშენებლობის ხელმძღვანელი; 1956 წლიდან იყო საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრის მოადგილე. ჰიდროტექნიკოსი, კოლხეთის ჭაობის ამოშრობის  ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.523

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს უმაღლესი საბჭო II და III მოწვევა, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: