შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1967 წელს, 1973 წელს მოსკოვის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის ასპირანტურა. 1974–1980წწ. იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, არქიტექტურულ–საკონსტრუქტორო სახელოსნოს უფროსი; 1991 წლიდან იყო საქართველოს არქიტექტურის და მშენებლობის საქმეთა მინისტრის მოადგილე. ძირითადი ნამუშევრებია: ქალაქ სოჭში კიროვის სახელობის სანატორიუმის რეკონსტრუქცია (1978), სანატორიუმის ტიპის პანსიონატი (1986), გვინეის რესპუბლიკაში საავადმყოფო (1979) და სხვ. 1990 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. არქიტექტურის კანდიდატი (1975). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.523; საქართველოს არქიტექტორთა კავშირი: m.facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |