The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გაბუნია

გივი გაბუნია
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1944
გარდაცვ. თარიღი:11 ოქტომბერი, 2022  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1967 წელს, 1973 წელს მოსკოვის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის ასპირანტურა.

1974–1980წწ. იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო–კვლევითი  ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, არქიტექტურულ–საკონსტრუქტორო სახელოსნოს უფროსი; 1991 წლიდან იყო საქართველოს არქიტექტურის და მშენებლობის  საქმეთა მინისტრის მოადგილე. ძირითადი ნამუშევრებია: ქალაქ სოჭში კიროვის სახელობის სანატორიუმის რეკონსტრუქცია (1978), სანატორიუმის ტიპის პანსიონატი (1986), გვინეის რესპუბლიკაში საავადმყოფო (1979) და სხვ. 1990 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. არქიტექტურის კანდიდატი (1975).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.523; საქართველოს არქიტექტორთა კავშირი: m.facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1969-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობა, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1980-1983)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - საქართველოს არქიტექტურის I ბიენალე, ლაურეატი

გააზიარე: