The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გაბუნია

დაბადების თარიღი:1909
გარდაცვ. თარიღი:10 მაისი, 1957  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე; თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დრამატულ სტუდიაში.

იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის, ქუთაისის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნასავენი"), როდრიგო (უ. შექსპირის "ოტელო"), ბენ–აკიბა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა") და სხვ. იყო სოხუმის, ფოთის, თელავისა და ზუგდიდის თეატრების დირექტორი და რეჟისორი. დაგმული აქვს სპექტაკლები: კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა", შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", ა. მოვზონის "კონსტანტინე ზასლონოვი", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", ა. ოსტროვსკის "უმზითვო" და სხვ. დაწერილი აქვს პიესები: "მზის ამოსვლის წინ", "საგანგებო კომისარი".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.523

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: