The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ბოჭორიძე

ირაკლი ბოჭორიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1970  (55 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი საავტომობილო გზების მშენებელი ინჟინრის სპეციალობით 1992 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტის სპეციალობით 2004 წელს.

1989-1991 წწ. ფიზიკის ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის ოპერატორი; 1992-1993 წწ. საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის წამყვანი სპეციალისტი; 1993-1994 წწ. TBC ბანკის განყოფილების უფროსი; 1994-1995 წწ. მოქალაქეთა კავშირის ცენტრალურ აპარატში ჯერ კადრების განყოფილების უფროსი, შემდეგ რეგიონალური დეპარტამენტის თავმჯდომარე; საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე შიდა ქართლის მხარეში (1995); 1995-1996 წწ. კასპის რაიონის გამგებელი; 1996-2002 წწ. შიდა ქართლის გუბერნატორი; 2002-2003 წწ. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი; 2004 ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტი; 2004-2007 წწ. საქართველოს საელჩო რუსეთში, კონსული; 2008 საქართველოს საელჩო ყაზახეთში, კონსული; 2008-20010 წწ. LTD "Geoinori"-ს აღმასრულებელი დირექტორი; 2011 წლიდან JSC თბილისის თამბაქოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1996-97. -გვ.43  

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი

გააზიარე: