The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კალისტრატე გაბუნია

კალისტრატე გაბუნია
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1888
გარდაცვ. თარიღი:22 აგვისტო, 1937  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ამაღლება, ვანის რაიონი.

დაამთავრა ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1919 წელს.

1923–1924წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ტომსკის უნივერსიტეტში; 1924 წლიდან მუშაობდა რუსეთის გეოლოგიური კომიტეტის ციმბირის განყოფილებაში, ამიერკავკასიის სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს სამთო განყოფილებაში. იგი იყო ქართული გეოლოგიური სკოლის და საქართველოს გეოლოგიური განათლების ერთ–ერთი ფუძემდებელი. საფუძველი ჩაუყარა კვლევებს გამოყენებითი გეოლოგიის დარგში. 1925 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს გეოლოგიური ინსტიტუტის გამოყენებითი გეოლოგიის სექტორს; 1926 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე დააარსა გამოყენებითი გეოლოგიის კათედრა; 1928 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1932 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის დეკანი. იკვლევდა საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გეოლოგიურ აგებულებას, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საინჟინრო–გეოლოგიურ პირობებს. პროფესორი (1930). 1988 წელს საქართველოს გეოლოგიურმა საზოგადოებამ და საწარმოო გაერთიანება "საქგეოლოგიამ" დააწესეს კალისტრატე გაბუნიას სახელობის პრემია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.524

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება, დამფუძნებელი, თავმჯდომარე (1933-1937)

გააზიარე: