Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კალისტრატე გაბუნია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ამაღლება, ვანის რაიონი. დაამთავრა ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1919 წელს. 1923–1924წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ტომსკის უნივერსიტეტში; 1924 წლიდან მუშაობდა რუსეთის გეოლოგიური კომიტეტის ციმბირის განყოფილებაში, ამიერკავკასიის სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს სამთო განყოფილებაში. იგი იყო ქართული გეოლოგიური სკოლის და საქართველოს გეოლოგიური განათლების ერთ–ერთი ფუძემდებელი. საფუძველი ჩაუყარა კვლევებს გამოყენებითი გეოლოგიის დარგში. 1925 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს გეოლოგიური ინსტიტუტის გამოყენებითი გეოლოგიის სექტორს; 1926 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე დააარსა გამოყენებითი გეოლოგიის კათედრა; 1928 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1932 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის დეკანი. იკვლევდა საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გეოლოგიურ აგებულებას, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საინჟინრო–გეოლოგიურ პირობებს. პროფესორი (1930). 1988 წელს საქართველოს გეოლოგიურმა საზოგადოებამ და საწარმოო გაერთიანება "საქგეოლოგიამ" დააწესეს კალისტრატე გაბუნიას სახელობის პრემია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.524 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |