The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გომიაშვილი

ალექსანდრე გომიაშვილი
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1911
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 1997  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა სტეფანწმინდა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1933 წელს.

1938-1940წწ. იყო ჟურნალ "მნათობის" პოეზიის განყოფილების გამგე; 1951-1964წწ. საქართველოს ლიტფონდის დირექტორი; 1967 წლიდან გამომცემლობა "ცოდნის" დირექტორი; 1971-1987წწ. წიგნის პალატის დირექტორი; 1929 წელს ჟურნალ "ქართულ მწერლობაში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი "მთის ბალადა"; 1931 წელს პირველი პოეტური კრებული "ამხანაგმა მთამ აიღო სიტყვა"; ომის თემაზე დაწერილი აქვს ლექსები: "საქართველო, ხელი ხმალს იკარ!" (1943), "დასაწყისი განთიადისა" (1946), "მშვიდობის ჯარისკაცი" (1950); პოეტურ კრებულთაგან  აღსანიშნავია "ანდეზიტის სიმღერა" (1932), "ლექსები" (1933, 1937, 1978), "დარიალი" (1940), "ლექსები და ბალადები" (1960).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.93; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.93

ბიბლიოგრაფია

  • რჩეული ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალის გამ-ბა და სტ., 1950. - 136გვ.
  • ბალადები : უკანასკნელი დღე კეცხოველისა, სნაიპერის სიყვარული, რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა და სხვ. (ავტორი). - თბილისი, გამ-ბა და სტ. კომუნისტი, 1946. - 114გვ.
  • ლექსები (ავტორი). - ტფილისი, პ/სკ. სტ., 1933. - 147გვ.
  • ამხანაგმა მთამ აიღო სიტყვა : ლექსები (ავტორი). - ტფილისი, საქ. მთიელი, 1930. - 33გვ.

გააზიარე: