The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ჩხენკელი

მერაბ ჩხენკელი
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1976წწ. იყო "საქკურორტპროექტის" უფროსი არქიტექტორი; 1969-1976წწ. არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1976-1995წწ. "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1989-1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული დაგეგმარების კათედრის გამგე; 1995 წლიდან თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, თბილისის მთავარი არქიტექტორი, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი. არის 40-მდე შენობა-ნაგებობების პროექტის ავტორი. 2019 წელს მრავალწლიანი პედაგოგიური, სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობისათვის, სამხატვრო აკადემიამ და საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა, მ. ჩხენკელს, არქიტექტურის რაინდის საპატიო დიპლომი გადასცა. არქიტექტურის დოქტორი, პროფწსორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 377; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.655

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: