The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი ჩხეიძე

ვალერი ჩხეიძე
დაბადების თარიღი:1948
გარდაცვ. თარიღი:16 აგვისტო, 2017  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა დიმი, ბაღდათის რაიონი. 

დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორიის სპეციალობით 1974 წელს; 1976 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლის ოპერატიული შემადგენლობის მომზადების კურსები (ქ. ტაშკენტი), 1984 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი შემადგენლობის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტი.

1966-1971 წწ. მუშაობდა მუშად; 1972-1973 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიაში, მოსკოვის ოლქის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში; 1973-1974 წწ. იყო ქ. თბილისის ერთ-ერთი საშუალო სკოლის პედაგოგი; 1974-1975 წწ. ტურისტული მოგზაურობის ბიუროს ინსტრუქტორი; 1975-1981 წწ. მსახურობდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ორგანოებში; 1984-1987 წწ. გაიგზავნა ავღანეთში სპეციალური დავალებით; 1987-1991 წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ქ. თბილისის რაიგანყოფილების უფროსად; 1987-1990 წწ. ამავე კომიტეტის ცენტრალური აპარატის განყოფილების უფროსის მოადგილე, 1990- 1991 წწ. ცენტრალური აპარატის განყოფილების უფროსად, 1991 წელს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად; 1991-1992 წწ. საქართველოს უშიშროების სამინისტროს განყოფილების უფროსად; 1992 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ; 1992-1993 წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ; 1993-1994 წწ. სასაზღვრო ჯარების სარდლად, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, 1994-2004 წწ. საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე; საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე და საგარეო დაზვერვის დეპატრამენტის დირექტორი; პოლიტოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, გენერალ-ლეიტენანტი, უშიშროების გენერალ-მაიორი. მირებული აქვს "ხალხთა მეგობრობის" ორდენი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ.374; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.167

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საგარეო დაზვერვის დაპატრამენტი, თავმჯდომარე (2004-)
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი , თავმჯდომარე (1993-1994)
  • საქართველოს უშიშროების სამინისტრო, მინისტრის მოადგილე (2004-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
  • საქართველოს ღირსების ორდენი
  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: