The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჩხარტიშვილი

დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1946  (77 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1969 წელს.

1969-1973წწ. იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სეტყვის საწინააღმდეგო სამსახურის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, პოლიგონის უფროსის მოადგილე; 1973-1998წწ. კავშირგაბმულობის სამინისტროს რესპუბლიკური ტელეცენტრის განვითარების სამსახურის უფროსი, კომერციული დირექტორი; 1987-1989წწ. იმყოფებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მივლინებით; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სატელევიზიო ქსელის მშენებლობაში. 1993 წლიდან ტელერადიოკომპანია "ევრიკას" პრეზიდენტი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "საქართველოს ტელეცენტრის" კომერციული დირექტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-199. - გვ.374; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.42

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალ "საქართველოს ტელეკომუნიკაციების" სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • საინჟინრო აკადემიის კავშირგაბმულობის სექცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    საქართველოს ციფრული რადიო-სატელევიზიო გადაცემებისა და სატელეფონო კავშირების გავრცელებასთან დაკავშირებით, ახალი სისტემების შემუშავებასა და მის ამოქმედებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმის გამოჩენისათვის

გააზიარე: