The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვანო ჩხარტიშვილი

ვანო ჩხარტიშვილი
Legal name:ივანე ჩხარტიშვილი
Date of birth:30 January, 1964  (61 years)
Category:Businessmen, Economist, Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1987 წელს; ასპირანტურა 1989 წელს.

1980-1982წწ. ლიხაურის ჩაის ფაბრიკის მუშა; სახელმწიფო სტატისტიკის მახარაძის რსგს ეკონომისტი (1987); 1987-1990წწ. თბილისის საქალაქო საბჭოსთან არსებული ახალგაზრდული გაერთიანების დირექტორი; 1990-1991წწ. თბილისის სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე; 1991-1993წწ. საქართველოს ბაზისბანკის კრწანისის განყოფილების მმართველი; 1993-1994წწ. სააქციო კომერციული ბანკი კრწანისის გამგეობის თავმჯდომარე; 1994-1995წწ. საქართველოს სახელმწიფო კომერციული შემნახველი ქართული ბანკის გამგეობის თავმჯდომარე; 1995-1996წწ. სს გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე; 1996-1997წწ. სს გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1997-1998წწ. სს გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე; 1998-1999წწ. სს გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბოს თავმჯდომარე; 1999-2000წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2000-2001წწ. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი; 2001-2004წწ. საქართველოს გადამხდელთა კავშირის თანათავმჯდომარე; 2002-2003წწ. სს გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2003-2004წწ. სამაუწყებლო ტელეკომპანია მზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ.373; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 375

Member of Organizations

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები", ფრაქციის თავმჯდომარე (2004-2008)

Share: