შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ყანდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2006 წელს; წარჩინებით დაამთავრა ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა (აშშ, ჩიკაგო, LLM) 2015 წელს. 2018 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი, პროფესორი (2020). სადისერტაციო თემა - "საქართველოში მედიაციის მაგალითზე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასამართლო და არა სასამართლო ფორმები", დაიცვა 2018 წელს იავნე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2004 წლიდან იწყებს საადვოკატო პრაქტიკას; 2007-2011წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია კერძო სამართლის მიმართულებით; 2008 წლიდან გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობის ექსპერტი ადამიანის უფლებებში; 2008-2009წწ. ამერიკის იურისტთა ასოციაციის ლიცენზირებული ტრენერი სასამართლო უნარ-ჩვევებში; 2008-2010წწ. იურიდიული კომპანია "ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორების" მმართველი პარტნიორი; 2009-2013წწ. საქართველოს უნვიერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ილიას უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი კერძო სამართლის მიმართულებით; 2010-2011წწ. სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრი; 2010-2012წწ. იურიდიული კომპანია "ასათიანი დ აადვოკატების" პარტნიორი; 2011-2013წწ. "ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი; 2011-2013წწ. ადვოკატთა გაერთიანება "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" აღმასრულებელი დირექტორი; 2012 წლიდან ლიცენზირებული მედიატორი და საქართველოს ადვოკატთა ასოიაციის ტრენერი პროფესიულ ეთიკაში; 2013 წლიდან იურიდიული კომპანია "K&K Consulting"-ს მმართველი პარტნიორი. 2013 წლიდან სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ჟურნალ "ადვოკატი"-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი და ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო სტატია-პუბლიკაცია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |