The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ყანდაშვილი

ირაკლი ყანდაშვილი
Date of birth:7 June, 1984  (42 years)
Category:Lawyer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

იურისტი, ადვოკატი, მედიატორი, სამართლის დოქტორი (2018), პროფესორი (2020); 2025 წლის 21 დეკემბრიდან სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე; 2013 – 2021წწ სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი; 2019 წლის 14 დეკემბერს აირჩიეს სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" პირველ თავმჯდომარედ.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2006; წარჩინებით დაამთავრა ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა (აშშ, ჩიკაგო, LLM); 2018 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), პროფესორი (2020).

სადისერტაციო თემა - "საქართველოში მედიაციის მაგალითზე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასამართლო და არა სასამართლო ფორმები", დაიცვა 2018 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2025 წლის 21 დეკემბერს მიენიჭა თინათინ წერეთლის სახელობის საქართველოს სამართლის მეცნიერთა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსის სტატუსი.

2004 წლიდან იწყებს საადვოკატო პრაქტიკას; 2007-2011 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია კერძო სამართლის მიმართულებით; 2008 წლიდან გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობის ექსპერტი ადამიანის უფლებებში; 2007 წელს - ამერიკული და საერთაშორისო სამართლის აკადემიის კურსდამთავრებული და გენერალური მდივანი (დალასი, ტეხასი); 2008 წელს - გერმანიის ადვოკატთა ასოციაციის სტაჟიორი (ბერლინი, ბრიუსელი); 2008-2009 წლებში ამერიკის იურისტთა ასოციაციის ლიცენზირებული ტრენერი სასამართლო უნარ-ჩვევებში; 2008-2010 წლებში იურიდიული კომპანია "ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორების" მმართველი პარტნიორი; 2007 წლიდან დღემდე აქვს უწყვეტი პედაგოგიური სტაჟი, ასწავლიდა და ასწავლის : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა  და ილიას უნვიერსიტეტებში მიწვეული ლექტორის თუ პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის სტატუსით კერძო სამართლის მიმართულებით; 2010-2011 წლებში სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრი; 2010-2012 წლებში იურიდიული კომპანია "ასათიანი და ადვოკატების" პარტნიორი; 2011-2013 წლებში "ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის" აღმასრულებელი  დირექტორი; 2011-2013 წლებში ადვოკატთა გაერთიანება "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" აღმასრულებელი დირექტორი; 2012 წლიდან ლიცენზირებული მედიატორი და საქართველოს ადვოკატთა ასოიაციის ტრენერი პროფესიულ ეთიკაში; 2013 წლიდან იურიდიული კომპანია "K&K Consulting"-ს მმართველი პარტნიორი; 2013 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ჟურნალ "ადვოკატი"-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი და ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს ხელმძღვანელი; გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო სტატია-პუბლიკაცია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე; ავტორია ხუთი მონოგრაფიული შრომის: "პროფესია ადვოკატი" (2018); "საქართველოში მედიაციის მაგალითზე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასამართლო და არასასამართლო ფორმები" (2019), "მედიაცია დავის გადაწყვეტის ეფექტური ალტერნატიული საშუალება" (2020), 2022 წ - "მედიაცია" (2022),  "მოლაპარაკება და წარმომადგენლობა მედიაციაში" (2023); თანა-ავტორი და მთავარი რედაქტორი: 2024 წელს გამოცემული "მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარის" და 2025 წელს "მედიაციის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების კანონისპროექტის; 2023-2024 წლებში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის და საქართველოს შრომის სამართლის კოდექსის კომენტარის მუხლების ავტორი; 2024 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით, ირაკლი ყანდაშვილის მონოგრაფია "მედიაცია" აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა; 2019 წლის 14 დეკემბერიდან სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" პირველი თავმჯდომარე, ხოლო 2025 წლის 21 დეკემბრიდან არის "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. 

Member of Organizations

  • ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭო (CCBE), განათლების კომიტეტის წევრი (2014-)
  • საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაცია (IBA), წევრი (2014-)
  • საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, წევრი (2010-2012)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2006-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, წევრი (2013-)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, წევრი (2001-)
  • საქართველოს პროფესიონალთა ლიგა, წევრი (2015-)
  • საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაცია, წევრი (2015-)
  • საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მედიატორთა ასოციაცია, თავმჯდომარე (2019-)

Awards and Honors

  • 2014 - საქართველოს 2014 წლის მედიატორი, წლის მედიატორი
  • 2006 - ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიანტი
  • 2005 - საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი
  • 2002 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტიპენდიანტი

Bibliography


Share: