Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურანდა გაბუნია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში; 1961–1963წწ. მუშაობდა თბილისის სანიტარული კულტურის, 1967–1970წწ. შოთა რუსთაველის სახელობის, 1970–1975წწ. რუსთავის დრამატულ თეატრებში; 1975 წლიდან არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. გამოირჩევა დახვეწილი არტისტიზმით, პროფესიულობით, სცენური ტემპერამენტით, განცდის სიწრფელით. ერთნაირი წარმატებით, განსხვავებული ფერებით გვიხატავს ჰეროიკულ, დრამატულ–რომანტიკულ, ლირიკულ თუ სახასიათო სახეებს. მისი როლებისათვის დამახასიათებელია ფორმის სიმკვეთრე, პლასტიკა, ზომიერების გრძნობა. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მარგარიტა (ვადიმ კოროსტილევი "მარტოობის დღესასწაული"), ასმათი (რევაზ თაბუკაშვილი "რას იტყვის ხალხი"), დოლი (ლევ ტოლსტოი "ანა კარენინა"), ცელია პიჩემი (ბერტოლდ ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა"), და სხვ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ირინე (სერგო კლდიაშვილი "ქარიშხალი"), ისმენე (ჟან ანუი "ანტიგონე") და სხვ. რუსთავის დრამატულ თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ჟოზე (ოტია იოსელიანი "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"), როქსანა (როსტანი "სირანო დე ბერჟერაკი"), ელის ჩერემისოვა (ვადიმ კოროსტილოვი "ასი წლის შემდეგ"). შესრულებული აქვს კინო როლები: ირინე ("დათა თუთაშხია", 1978), ჯულიეტა ("მზე შემოდგომისა", 1973), ლაურა ("ორომტრიალი", 1986), დარეჯანი ("დღეს ღამე უთენებია", 1983), ჭორიკანა ("აურზაური სალხინეთში", 1975), რუსუდანი ("ერთი ცის ქვეშ", 1961), ლილის ბიცოლა ("თბილისი ჩემი სახლია", 1994) და სხვ. გადაღებულია არაერთ ფილმში. 2008 წელს კ. მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.523; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.175 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |