The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ჩხაიძე

მერაბ ჩხაიძე
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აცანა, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი სპეციალობით სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა 1983 წელს.

1983-1984წწ. საქმთავარწყალმშენის ტრესტის ინჟინერი; 1984-1991წწ. თბილქალაქმშენის მე-3 სახლმშენებელი კომბინატის სამუშაოთა მწარმოებელი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ეროვნულ–დემოკრატიული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ.373; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.375

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (1998-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დროებითი კომისია, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სახალხო პარტია" , მდივანი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი (1996-1997)

გააზიარე: