The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატო გაბუნია

ნატო გაბუნია
სხვა სახელი:ნატალია
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1859
გარდაცვ. თარიღი:29 აგვისტო, 1910  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ–ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო ქალაქ გორში ხალხოსნების მიერ დაარსებულ სცენისმოყვარეთა დრამატულ წრეში. 1879 წელს მიიწვიეს თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში მსახიობად. პროფესიულ თეატრში მოღვაწეობის პარალელურად მონაწილეობდა მუშათა თეატრების სპექტაკლებში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დედა, ხორეშანი, მაჭანკალი (ი. ჭავჭავაძის "ქართვლის დედა", "გლეხთა განთავისუფლების პირველდროების სცენები", "მაჭანკალი"), სალომე (ა. წერეთლის "კინტო"), ხანუმა, თალალა, ორომსე, ქალია (ა. ცაგარელის "ხანუმა", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ციმბირელი") და სხვ. მონაწილეობდა ოპერეტებშიც.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.524



გააზიარე: