Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნატო გაბუნია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ–ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო ქალაქ გორში ხალხოსნების მიერ დაარსებულ სცენისმოყვარეთა დრამატულ წრეში. 1879 წელს მიიწვიეს თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში მსახიობად. პროფესიულ თეატრში მოღვაწეობის პარალელურად მონაწილეობდა მუშათა თეატრების სპექტაკლებში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დედა, ხორეშანი, მაჭანკალი (ი. ჭავჭავაძის "ქართვლის დედა", "გლეხთა განთავისუფლების პირველდროების სცენები", "მაჭანკალი"), სალომე (ა. წერეთლის "კინტო"), ხანუმა, თალალა, ორომსე, ქალია (ა. ცაგარელის "ხანუმა", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ციმბირელი") და სხვ. მონაწილეობდა ოპერეტებშიც. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.524
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |