The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ გომიაშვილი

არჩილ გომიაშვილი
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1926
გარდაცვ. თარიღი:31 მაისი, 2005  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ტროეკუროვის სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

სწავლობდა მოსკოვში ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის სკოლა–სტუდიაში.

1944 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა ა. გრიბოედოვის სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში; რამდენიმე სეზონი იმუშავა სოხუმისა და გორის, წლების მანძილზე კი თბილისის კ. მარჯანიშვილის და ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრებში; 1971 წლიდან მუშაობდა მოსკოვის ლენინური კომკავშირის სახელობის თეატრებში; თეატრში მუშაობის პარალელურად წლების მანძილოზე კონცერტებს მართავდა სსრკ ქალაქებში; სცენაზე შესრულებული აქვს 100–მდე როლი, მათ შორის: არმანი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ალდემარო (ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი"), ვიქტორი (ლ. ზორინის "ვარშავული მელოდიები"); 1961 წლიდან იღებენ კინოში, როლები: ზურაბი ("თხუნელა", 1962), კოსტაია ("რაც გინახავს ვეღარ ნახავ", 1965), ოსტაპ ბენდერი ("თორმეტი სკამი", 1971), ნუგზარ პაპაშვილი ("მიმინო", 1977); დადგა პანტონიმა "სასაცილო და ნაღვლიანი ნოველები". 1990 წელს კომპანია "სითი ბიზნესის" პრეზიდენტი გახდა, ხოლო 1992 წელს მან მოსკოვში გახსნა კლუბი "ოქროს ოსტაპი", რომელმაც მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.93

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: