Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუანშერ ჩქარეული![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1965 წელს. 1966-1970წწ. სწავლობდა რუსეთის ბირთული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1971-1974წწ. იყო მოსკოვის თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტის სტაჟიორ-მკვლევარი; 1974-1982წწ. ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი, 1982-1990წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991 წლიდან განყოფილების ხელმძღვანელი; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის პროფესორი; მუშაობდა მიწვეულ პროფესორად ევროპის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში: სანექსის უნივერსიტეტში(ბრაიტონი, 1993-1994), თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში(ტრიესტი, 1996), ევროპის ბირთული კვლევების ცენტრში(ჟენევა, 1994-1995), ლონდონის სამეფო უნივერსიტეტში (1998-1999), მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტში (მიუნჰენი, 2000). მისი ძირითადი სამეცნიერო ინტერესები დაკავშირებულია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკასთან მცირე და ზემცირე მანძილებზე. 1980 წელს მის მიერ პირველად იქნა შემოყვანილი ე. წ. კირალური ჰორიზონტალური სიმეტრიის კონცეფცია. ამა და ამ სხვა საკითხებზე გამოქვეყნებულია მისი ასზე მეტი ნაშრომი საერთაშორისო სამეცნიერო პრესაში. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰორიზონტალური სიმეტრია და კვარკების და ლეპტონების თაობები", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 372; https://www.tsu.ge/universteteli_avtorebi/biografia.php?id=475 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |