The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ გაბუნია

ნოდარ გაბუნია
დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1933
გარდაცვ. თარიღი:31 აგვისტო, 2000  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით 1957 წელს, 1962 წელს კი კომპოციზიის განხრით.

1962 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1965 წლიდან ფორტეპიანოს კათედრის გამგე, 1984 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი. 1992–1993წწ. მუშაობდა ნიუ–ორლეანის(აშშ) უნივერსიტეტის ფორტეპიანოს კათედრის პროფესორად; გამოდიოდა კონცერტებით როგორც პიანისტი, იყო ბელა ბარტოკის საფორტეპიანო ნაწარმოებების აქტიური პროპაგანდისტი. მას ეკუთვნის შემდეგი ნაწარმოებები: ორი სიმფონია, სამი საფორტეპიანო კონცერტი, პოემა–ელეგია სიმებიანი ორკესტრის, ჰობოისა და ლიტავრისათვის, სამი საფორტეპიანო სონატა, სონატა ორღანისათვის, იმპროვიზაცია და ტოკატა ფორტეპიანოსათვის, საორღანო მუსიკა, კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები. მუსიკა თეატრისა და კინოფილმებისათვის: "ვედრება", "ნერგები", "აურზაური სალხინეთში". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.525

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1996-)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, მდივანი (1973-1979)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1982 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1965 - იუნესკოს საერთაშორისო პრემია

გააზიარე: